გაიფერადე ცხოვრება გოლფის ფერებით!
 
   
  მთავარი   ჩვენს შესახებ   სერვისები   ფოტო გალერეია   გოლფის წესები   ფორუმი     კონტაკტი



Contact information
E-mail: info@golf.ge
Tel:
(+995 99) 48 11 55
Mob (+995 99) 21 35 49

სერვისები

თუ გოლფი თქვენი გატაცებაა, საქართველოს ეროვნული გოლფის ასოციაცია გთავაზობთ პირველი გოლფ კლუბის პროექტს საქართველოში. მათთვის ვინც პირველ ნაბიჯებს დგავს სპორტის ამ სახეობაში საშუალება გეძლევათ ცხოვრების ეს ახალი ელფერი გაითავისოთ.

პროფესიონალური გოლფ მინდვრის დიზაინი და ულამაზესი პეიზაჟები თქვენ მოგცემთ უფლებას დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას აქ ყოფნით და თამაშით. ქარი და წყლის დაბრკოლებები თამაშს რამდენადაც რთულს, იმდენად საინტერესოს ჰქმნიან.

თბილისის გოლფ კლუბი განლაგდება საქართველოს ყოფილ დედაქალაქ – მცხეთაში. ეს საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, ისტორიული კუთხეა. უძველესი მონასტრები და მეგობრული ურთიერთგანწყობილება ამ ადგილს ხდის დაუვიწყარს სანახაობრივად, გოლფის სათამაშოდ და საცხოვრებლად.

ჩვენ ვაშენებთ არ მარტო გოლფ კლუბს, არამედ გოლფ დასახლებას თავის ინფრასტრუქტურით და ეტიკეტით, რომლის დაცვაც ყველასათვის სავალდებულოა. აშენდება ვილები სხვადასხვა სტილისა და მოცულობის. დასახლებას დაამშვენებს მაღაზიები, რესტორნები, საცურაო აუზები, ფიტნეს ცენტრები, ტენისის კორტები, საბილიარდოები, სიგარ-კლუბები და ა.შ. გოლფ დასახლების ყველაზე ლამაზ ნაწილად მოგვევლინება წმინდა ნინოს მოედანი თავისი უნიკალური არქიტექტურით. ჩვენი გოლფ დასახლება უნდა გახდეს ოჯახურ-გასართობ ცენტრად და ელიტალური წრის დასასვენებელ ადგილად. ყველა მსურველისათვის და მათ შორის ბავშვებისათვის ჩვენ ჩამოვაყალიბებთ გოლფ-აკადემიას ყველა საჭირო მოწყობილობით და მაღალკვალიფიცირებული მწვრთნელებით. ისინი შეასწავლიან მსურველებს არა მარტო გოლფის ტექნიკას, არამედ ამ სპორტთან დაკავშირებულ ყველა საიდუმლოებას. ჩატარდება მრავალი ტურნირი სადაც შეგეძლებათ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები და მოიგოთ პრიზები. და მაინც გოლფის მოთამაშეების ძირითადი მიზანი იქნება სხვა გოლფისტებთან ურთიერთობის და კონტაქტის დამყარება. გოლფი მისაწვდომია ყველასათვის განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. გოლფი აერთიანებს ადამიანებს და ჩვენ გაძლევთ ამის არჩევანს. გოლფ კლუბი გამოჩნდა საქართველოსათვის ახალ, აღმავალ ეტაპზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ამოირჩია ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვიმედოვნებთ, რომ გოლფი დაგვეხმარება ცივილიზებურ სამყაროსთან ურთიერთობაში.

მათთვის ვისაც სურს გახდეს არა მარტო საქართველოს გოლფ-საზოგადოების წევრი, არამედ დაგვეხმაროს ამ საქმის დაარსებაში და განვითარებაში ჩვენ გთავაზობთ საინვესტიციო ხელშეკრულებას. გაეცნობით რა ჩვენს ხელშეკრულებას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღებთ პასუხს ყველა კითხვაზე. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ სად ჩადოთ თქვენი ინვესტიციები, გოლფი – საუკეთესო არჩევანია. ვიმედოვნებთ თითოეულ თქვენთგანთან თანამშრობლობას.

ჩვენ ვიხმართ ყველა საშუალებას, რათა ერთად ვიამაყოთ თბილისის გოლფ კლუბით.







მთავარი   ჩვენს შესახებ   კონტაკტი  

Design and development by Pro-Service