სიახლენი
საქართველოს
ეროვნული გოლფის ასოციაციამ 2004 წლის 23-24 ოქტომბერს გამართა პრეზენტაცია
სადაც წარმოდგენილი იქნა პირველი გოლფ კლუბის და გოლფ დასახლების პროექტი
საქართველოში – თბილისის გოლფ კლუბი.
ბევრი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო ამ
ისტორიულ მომენტს: საქართველოს პრემიერ მინისტრყ, ბ-ნი ზ. ჟვანია,
საქართველოს დაცვის მინისტრყ, ბ-ნი გ. ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი,
ბ-ნი გ. ხაინდრავა, მცხეთის გუბერნატორი, ბ-ნი გ. ხაჩიძე, მცხეთის
რაიონის გამგებელი, ბ-ნი ბ. ლორთქიფანიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში,
ბ-ნი ფ. ლეფორი, რუსეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ვ. ჩხიკვიშვილი,
პოპულარული მსახიობი და მომღერალი, ბ-ნი ვ. კიკაბიძე და სხვა მრავალი.
ადგილი არ გვეყოფა ყველანი დავასახელოთ, მაგრამ თითოეული მათგანი საკუთარი
სამშობლოს სიამაყეა.
პრეზენტაცია გაიხსნა საქართველოს ეროვნული
გოლფის ასოციაციის პრეზიდენტის, ბ-ნი მ. რატიშვილის გამოსვლით. მან
ისაუბრა ძირითადად გოლფზე, გოლფის ისტორიაზე და ტრადიციებზე. უმნიშვნელესი
ნაწილი იყო, როდესაც ასოციაციის მთავარი მიზანი დაფიქსირდა – საქართველო
უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს წევრი, უნდა განვითარდეს ე.წ. გოლფ-ტურიზმი,
გოლფი უნდა გახდეს პოპულარული სპორტის სახეობა, რათა საქართველოს გაუჩნდეს
ღირსეული გოლფისტები, რომლებიც იასპარეზებენ საერთოშორისო ტურნირებზე.
ამის
შემდეგ, სტუმრები გადაინაცვლენ სავარჯიშო მოედანზე. უმეტესობამ პირველად
დაიჭირეს ყანჭი ხელში და სცადეს დაერტყათ ბურთი. მათი პირველი მწვრთნელები
იყვნენ საქართველოს ეროვნული გოლფის ასოციაციის პრეზიდენტი ბ-ნი. მ.
რატიშვილი და გოლფ პროგრამის დირექტორი ბ-ნი დ. მოციქულაშვილი. ყველამ
დიდი სურვილი და მონდომება გამოიჩინა და დარტყმის შემდეგ აღფრთოვანებული
დარჩნენ.
მსურველებს მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა მათთვის პირველ
გოლფ შეჯიბრებაში. 1) ყველაზე შორი მანძილზე დარტყმა (ანუ longest
drive)
2) ბურთის ყველაზე ახლო გაჩერება დროშასთან 50 მეტრზე (ანუ closest to the pin). მოგებულებმა მიიღეს პრიზები (გოლფის ბურთები, მაიკები).
დარიგებული იქნა გოლფის სუვენირები.
სტუმრები
მოიხიბლენ საპროექტო სტენდებით და ბანერებით, სადაც მომავალი მინდვრის
და გოლფ დასახლების გეგმები და სურათები იყო ნაჩვენები. ასევე მსურველებმა
მიიღეს ბუკლეტები სადაც იყო განტავსებული სასტენდო მასალა და საინვესტიციო
ხელშეკრულების ფორმა, მათთვის ვინც ისურვებდა ჩვენთან თანამშრობლობას.
აგრეთვე მოწყობილი იყო ფურშეტი სადაც ჩვენ სტუმრებს გაუმასპინძლდენ
უგემრიელესი მწვადებით და კანაპეებით. ყველაფერი გაიმართა მეგობრულ
ატმოსფეროში, როგორც დიდ ოჯახში და ამინდიც კი ყველანაირად ხელს გვიწყობდა
მშვენიერი მზის სხივებით და უნალექო ცით.
ყოველივე ეს, დაგვირგვინდა ძალზედ სიმბოლური აქციით. დაიწერა წერილი,
რომელშიც განისახა მიმართვა მომავალ საქართველოს თაობებს და ჩაიდგა
საფუძველი გოლფის დამკვიდრებისათვის ჩვენ სამშობლოში. ყველამ მოაწერა
ხელი და ეს წერილი გოლფის ბურთთან ერთად მოთავსდა კაპსულაში, რომელიც
ჩადებული იქნა პატარა კედელში. წითელი ღვინით დალოცვის შემდეგ კედელი
ამოილესა და დარჩა საქართველოს გოლფის პირველი ნაბიჯის სიმბოლოთ.
ქალბატონებო და ბატონებო,
მაქვს პატივი, საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის სახელით,
მოგილოცოთ გოლფის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში. თბილისის გოლფის კლუბი
წარმოადგენს საქართველოსა და ამიერკავკასიისათვის უაღრესად მნიშვნელოვან
პროექტს, ვინაიდან რეგიონში მას ანალოგი არ მოეპოვება.
პროექტი ითვალისწინებს "თბილისის გოლფის კლუბის" მშენებლობას
მცხეთის ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს
თითქმის 50 ჰექტარს. კომპლექსში გაერთიანდება 9 გოლფის მოედანი, რომელიც
დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, კლაბ-ჰაუსი, და გოლფის დასახლება
(Golf Village). მსურველებს შეეძლებათ მიმართონ გოლფის სკოლას სადაც
ისინი დაეუფლებიან ელიტარული სპორტის ამ ურთულეს სახეობას.
გოლფის განვითარება და პოპულარიზაცია მოემსახურება საქართველოში
ტურიზმის განვითარებას, რადგან თავისი დატვირთვით და მასშტაბით "თბილისის
გოლფის კლუბი" იქნება ერთადერთი ამიერკავკასიაში. იგეგმება, აგრეთვე,
სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება და დროთა განვმალობაში
საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება.
საქართველოს პრეზიდენტმა, აგრეთვე, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს
ამ პროექტის განხორციელებას.
თბილისის გოლფის კლუბის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 23 – 24 ოქტომბერს,
მცხეთის ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსურს დიდი მადლობა
გადავუხადო ყველა სტუმარს და მეგობარს, რომლებმაც გაიზიარეს ამ საინტერესო,
უძველესი და სასიამოვნო სპორტის სახეობის ჩამოყალიბების ინიციატივა
საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ყველამ მიიღეთ სიამოვნება ჩვენს მიერ
წარმოდგენილი ღონისძიებით, რაც მოიცავდა საჩვენებელ ვარჯიშს დრაივინგ
რეინჯზე, პროექტის პრეზენტაციას და მეგობრულ პიკნიკს.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად გავხდებით გოლფის განვითარების მოწმენი
საქართველოში. გოლფი ტრადიციაა, რაც გულისხმობს ერთ დიდ ოჯახს და ერთიანობას
ხალხისა, რომელთა ძალისხმევით ჩაეყრება საფუძველი გოლფის განვითარებას
და პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. აგრეთვე, უახლოეს მომავალში ჩვენ
გავხდებით გოლფის კლუბის წევრები და ერთად მივიღებთ მონაწილეობას მის
წარმატებით ფუნქციონირებაში. პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება უაღრესად
სასიამოვნო და საინტერესო საქმე ყველა ჩვენთაგანისთვის.
იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. კეთილი იყოს გოლფის მობრძანება საქართველოში!
პატივისცემით,
მერაბ რატიშვილი
საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი
|